კორონავირუსით დაინფიცირებულ ნეიმარს ყველაფერი წესრიგში აქვს
კორონავირუსით დაინფიცირებულ ნეიმარს ყველაფერი წესრიგში აქვს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა. 2 სექტემბერს, პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდში ჩატარებული ტესტირების შემდეგ, სამ ფეხბურთელს აღმოაჩნდა კორონავირუსი. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ბრაზილიელი ფორვარდია.

ნეიმარმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა თავის ვაჟთან გადაღებული ფოტო, რომელსაც მიაწერა: „მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩვენ წესრიგში ვართ”.

ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენში“ სხვა ინფიცირებულები არიან ლეანდრო პარედესი და ანხელ დი მარია. სამივე ფეხბურთელი იბიცაზე ისვენებდა და იქიდან დაბრუნდა პარიზში.

უახლოეს მატჩს პსჟ 10 სექტემბერს გამართავს: საფრანგეთის ჩემპიონატში სტუმრად შეხვდება „ლანსს“.