კორონავირუსისგან მსოფლიოში 58 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

00:33, 08.03.2020

კორონავირუს – „კოვიდ-19“-ისგან მსოფლიო მასშტაბით 58 354 ადამიანი განიკურნა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 43 500 ადამიანი გამოჯანმრთელდა ჩინეთის ხუბეის პროვინციაში, 1 669 ირანში, 589 იტალიაში.

მსოფლიო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსით 105 558 ადამიანია ინფიცირებული. აქედან, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში 80 652, სამხრეთ კორეაში 7 041, იტალიაში 5 883, ირანში 5 823. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ს 3 555 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში, მდინარე ნილოსზე მცურავი საკრუიზო ხომალდის 150 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები კარანტინში მოათავსეს მას შემდეგ, რაც 45 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი