კორონავირუსისგან „ლანსის“ ლეგენდარული მეკარე სავინსკი გარდაიცვალა
კორონავირუსისგან „ლანსის“ ლეგენდარული მეკარე სავინსკი გარდაიცვალა

ლანსის“ ყოფილი მეკარე და მთავარი მწვრთნელი არნოლდ სავინსკი კორონავირუსისგან 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იუწყება Ouest France.

„ჩვენთვის არნოლდ სავინსკის გარდაცვალება დიდი მწუხარებაა. „ლანსის“ ყოფილი მოთამაშე, მწვრთნელი, გულშემატკივარი, რომელიც გუნდის სულს განასახიერებდა“, – ნათქვამია „ლანსის” პრესსამსახურის გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სავინსკი 1952-1966 წლებში „ლანსის“ მეკარე იყო და 126 მატჩი ჩაატარა. სამჯერ (1969-1978, 1979-1981, 1988-1989) წლებში კლუბის მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, 1975 წელს კი საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა.

ბოლო ცნობის თანახმად, საფრანგეთში  კორონავირუსით ხუთი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 59 ათასამდე გაიზარდა.