კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო იტალიაში ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო იტალიაში ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება

კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის გამო, იტალია ახალი შეზღუდვების შემოღებისთვის ემზადება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში იტალიაში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 5 000-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება, რაც მარტის შემდეგ პირველად მოხდა.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა აცხადებს, რომ აუცილებელია კერძო წვეულებების აკრძალვა, როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულების მონაწილეობით. სხვა ღონისძიებები შეიძლება, მოიცავდეს სპორტს ფიზიკური კონტაქტით, რომელიც არ იძლევა ნიღბის ტარების შესაძლებლობას.

გასულ კვირაში იტალიის დედაქალაქ რომში ღია სივრცეებში სახის დამცავი ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა.