კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მალტაში ღამის კლუბები და ბარები დაიხურება
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მალტაში ღამის კლუბები და ბარები დაიხურება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მალტაში ღამის კლუბები და ბარები დაიხურება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, აკრძალვა 19 აგვისტოდან ამოქმედდება და ასევე შეეხება სპორტულ დარბაზებსა და სოციალურ კლუბებს.

აიკრძალება მასობრივი შეკრებებიც. დაშვებული იქნება მხოლოდ 15 ადამიანის ერთად შეკრება.

მალტაში ბოლო რამდნიმე კვირის განმავლობაში ვირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება. ამჟამად ქვეყენაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მკურნალობას 607 ადამიანი აგრძელებს.

მალტაში ეპიდემიის დაწყებიდან 18 აგვისტომდე გამოვლინდა ვირუსის სულ 1375 შემთხვევა. გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.