კორონავირუსის საფრთხის გამო, სამხრეთ ფლორიდის კათოლიკურ ეკლესიებში სპეციალური წესები შემოიღეს
კორონავირუსის საფრთხის გამო, სამხრეთ ფლორიდის კათოლიკურ ეკლესიებში სპეციალური წესები შემოიღეს

კორონავირუსის საფრთხის გამო, სამხრეთ ფლორიდის კათოლიკური ეკლესიები წესებს ცვლიან. მაიამის არქიეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამ ცვლილებებზეა საუბარი. განცხადების თანახმად, დაცარიელდება ნაკურთხი წყლის რეზერვუარი ეკლესიის შესასვლელებში, დროებით შეწყდება ზიარებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გამოყენება. ამასთან, მღვდელმსახურებმა ცერემონიის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ხელები ანტიბაქტერიული საპნით უნდა დაიბანონ.

ასევე, ეკლესია აფრთხილებს მორწმუნეებს, იმ შემთხვევაში, თუ გრიპის სიმპტომები აქვთ ან თავს შეუძლოდ გრძნობენ, სახლებში დარჩნენ.