კორონავირუსის საფრთხის ასარიდებლად, ქუვეითმა ირანთან ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა
კორონავირუსის საფრთხის ასარიდებლად, ქუვეითმა ირანთან ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ქუვეითმა ირანთან ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, ქუვეითში შესვლა აეკრძალება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანშია ნამყოფი. ირანიდან დაბრუნებული ქუვეითის მოქალაქეები კი, ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

ირანის რამდენიმე ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად გამოწვეულმა ფატალურმა შემთხვევებმა კი, ოთხს მიაღწია. სწორედ ამიტომ, ქუვეითმა ირანთან ავიამიმოსვლის დროებით შეჩერება გადაწყვიტა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით ახალი კორონავირუსით სულ 77 662 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულთა რაოდენობა 2 360-ია. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთის ჰუბეის პროვინციაზე მოდის, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება. განკურნებულების რაოდენობამ კი 21 018-ს მიაღწია.