კორონავირუსის მიუხედავად, კონტიოლახტში მსოფლიო თასის ეტაპი დაიწყო - ბიატლონი
კორონავირუსის მიუხედავად, კონტიოლახტში მსოფლიო თასის ეტაპი დაიწყო - ბიატლონი

ფინურ ქალაქ კონტიოლახტში ბიატლონში მსოფლიო თასის ბოლოსწინა ეტაპი დაიწყო. მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გამო შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს.

პირველი რბოლა სპრინტი კაცებში 10კმ-ზე გაიმართა, რომელიც ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო, მეორე ადგილზე ფრანგი მარტენ ფურკადი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ასევე ფრანგმა – ემელიენ ჟაკლინმა მოიპოვა.

დღეს მსოფლიო თასზე სპრინტი ქალებში 7.5კმ-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩათვლას სათავეში მამაკაცებში ფრანგი მარტენ ფურკადი უდგას, ხოლო ქალებში პირველ ადგილს იტალიელი დოროტეა ვირერი იკავებს.