კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა კორონავირუსის გავრცელების საკითხი განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ ებრძვიან ვირუსს. როგორც კრემლი იუწყება, ლიდერებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფრო მჭიდრო კონტაქტის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

ამასთან, პრეზიდენტებმა ნავთობის საკითხზეც ისაუბრეს. კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ენერგეტიკის საკუთარ სამინისტროებს ნავთობის გლობალურ ბაზართან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელება დაავალეს. კრემლში არ ასახელებენ, კონკრეტულად რაზე გამართავენ მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები.

როგორც კრემლი იუწყება, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით შედგა.