კორონავირუსის გამო ურუგვაის ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი გაუშვეს
კორონავირუსის გამო ურუგვაის ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი გაუშვეს

ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციამ კონტრაქტები გააუქმა თავის ყველა თანამშრომელთან, მათ შორის ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ოსკარ ტაბარესთან.

ასოციაციის ოფიციალურ პრესრელიზში წერია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზაციას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და იძულებული გახდა კარდინალურ ზომებზე წასულიყო.

„ეპიდემიისა და კრიზისის პირობებში, რამაც მთელი ჩვენი მოღვაწეობის სრული გაჩერება გამოიწვია, იძულებული ვართ ორგანიზაციის მომავალი არსებობისთვის ძალიან მკაცრ ნაბიჯებზე წავიდეთ“, – წერია ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში.

შრომითი ხელშეკრულება გაუქმდა 400-ზე მეტ თანამშრომელთან.

73 წლის ტაბარესი ურუგვაის ნაკრებს 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან გუნდი 2011 წლის კოპა ამერიკას ჩემპიონობამდე მიიყვანა.