კორონავირუსის გამო, შესაძლოა ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ბრძოლა 19 აპრილს აღარ გაიმართოს
კორონავირუსის გამო, შესაძლოა ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ბრძოლა 19 აპრილს აღარ გაიმართოს

კორონავირუსმა ზარალი სპორტის თითქმის ყველა სახეობას მიაყენა. გამონაკლისი, როგორც ჩანს, არც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატია (UFC).

19 აპრილს ბრუკლინის „ბარკლაის ცენტრში” მსუბუქი წონითი დივიზიონის დიდი ხნის ნანატრი სატიტულო ბრძოლა უნდა ჩატარდეს. ხაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ უნდა გავიდეს ოქტაგონზე. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, შესაძლოა, აღნიშნული ბრძოლა კორონავირუსის გამო გადაიდოს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ტონისა და ხაბიბის ბრძოლა ოთხჯერ დაიგეგმა, თუმცა ათლეტების ტრავმების გამო არც ერთხელ გამართულა. დაპირისპირების მეხუთედ გადადების მიზეზად კორონავირუსის საფრთხე სახელდება. ბრუკლინის „ბარკლაის ცენტრი“ 19 000 მაყურებელს იტევს და იმ შემთხვევაში თუ 19 აპრილამდე ვითარება ვირუსთან მიმართებაში არ გაუმჯობესდება, დიდი ალბათობით ორგანიზაციას ბრძოლის მეხუთედ გადადება მოუწევს.