კორონავირუსის გამო, საქართველოს პარლამენტში დიპლომატები ხელის ჩამორთმევისგან თავს იკავებენ [ვიდეო]

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პარლამენტში, პრეზიდენტის წლიურ მოხსენებაზე დასასწრებად მისული დიპლომატები მისალმებისას ხელის ჩამორთმევისგან თავს იკავებენ.

როგორც ცნობილია, კორონავირუსთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევისგან, ჩახუტებისგან და გადაკოცნისგან.

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს დღეს მეორე წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

პარლამენტის პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.