კორონავირუსის გამო საკალათბურთო ევროლიგაც შეწყდა
კორონავირუსის გამო საკალათბურთო ევროლიგაც შეწყდა

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შემდეგ, გაურკვეველი ვადით ასპარეზობას წყვეტს საკალათბურთო ევროლიგაც.

ტურნირზე 29-ე ტურის მატჩები გუშინ და დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ, ასევე გუნდებმა, ოფიციალურად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

შეზღუდვები ასევე შეეხება საკალათბურთო ევროთასსა და ახალგაზრდულ ევროლიგასაც.

„ევროლიგა სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდება, ტურნირების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას არსებული მდგომარეობოდან გამომდინარე მიიღებს და გულშემატკივარს შეატყობინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.