კორონავირუსის გამო, „იუვენტუსი“-„ინტერის“ შეხვედრა 13 მაისისთვის გადაიდო
კორონავირუსის გამო, „იუვენტუსი“-„ინტერის“ შეხვედრა 13 მაისისთვის გადაიდო

იტალიის სერია ა-ს ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის გამო, 26-ე ტურში „იუვენტუსი“ – „ინტერის“ შეხვედრა 13 მაისისთვის გადაიდო.

გათამაშების ლიდერების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ უსაფრთხოების გამო ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ მატჩის გარდა, ტურის კიდევ ოთხი თამაში: „მილანი“ – „ჯენოა“, „უდინეზე“ – „ფიორენტინა“, „პარმა“ – „სპალი“, „სასუოლო“ – „ბრეშა“ 13 მაისს გაიმართება.