კორონავირუსის გამო, „იუვენტუსი“-„ინტერი“ მაყურებლების გარეშე ჩაივლის
კორონავირუსის გამო, „იუვენტუსი“-„ინტერი“ მაყურებლების გარეშე ჩაივლის

იტალიის სერია ა-ს ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის გამო, 26-ე ტურის ხუთი შეხვედრა მაყურებლების გარეშე გაიმართება.

ამ მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერსს, რა თქმა უნდა, სერია ა-ს ლიდერ ტურინის „იუვენტუსის“ და მილანის „ინტერის“ დაპირისპირება იწვევს, რომელიც ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარდება.

გარდა ამისა, მაყურებლების გარეშე ჩაივლის „უდინეზე“-„ფიორენტინა“, „მილანი“-„ჯენოა“, „სასუოლო“-„ბრეშია“ და „პარმა“-„სპალი“.