კორონავირუსის გამო, იურგენ კლოპი საკუთარი დედის დაკრძალვას ვერ დაესწრო
კორონავირუსის გამო, იურგენ კლოპი საკუთარი დედის დაკრძალვას ვერ დაესწრო

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ვერ შეძლო დედის დაკრძალვაზე დასწრება იმ შეზღუდვების გამო, რომელიც გერმანიას კორონავირუსის გამო აქვს დაწესებული. გერმანელი სპეციალისტის დედა 19 იანვარს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ნამდვილი დედა იყო ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. როგორც ქრისტიანს, მჯერა, რომ ის ახლა უკეთ არის. ის ფაქტი, რომ მე ვერ დავესწარი მის დაკრძალას, დღევანდელ საშინელ დროს უკავშირდება“, – თქვა კლოპმა.

ცნობილია, რომ გერმანიამ აკრძალა დიდი ბრიტანეთიდან ქვეყანაში შესვლა კორონავირუსის ახალი შტამის გამო.

დატოვე კომენტარი