კორონავირუსის გამო გაწელილი სეზონი დასრულდა - 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებული „დინამო თბილისია“ #1TVSPORT
კორონავირუსის გამო გაწელილი სეზონი დასრულდა - 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებული „დინამო თბილისია“ #1TVSPORT

ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდი დააჯილდოვეს, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის ჩემპიონი გახდა.

დაჯილდოება „დინამო არენაზე“ გაიმართა. თბილისელთა 19-წლამდელთა გუნდის წევრებს კუთვნილი მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა გადასცა.

„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი გადაეცათ. გუნდი გამარჯვებამდე მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაგუამ მიიყვანა, რომელსაც ლევან მერებაშვილი ეხმარებოდა.

აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდი 2021 წლის ოქროს ლიგის სეზონის გამარჯვებული გახდა. სეზონი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო მხოლოდ 2022 წელს დასრულდა. „დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდმა მთელი ჩემპიონატი დაუმარცხებლად გაიარა და ტურნირი 61 ქულით მოიგო.