კორონავირუსის გამო, დიდი შვიდეულის სამიტი ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება
კორონავირუსის გამო, დიდი შვიდეულის სამიტი ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება

დიდი შვიდეულის სამიტი, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, კემპ დევიდის რეზიდენციის ნაცვლად, ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილეზე, ჯუდ დირიზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი შვიდეულის შეხვედრა პრეზიდენტის აშშ-ის ქალაქგარე რეზიდენციაში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო.