კორონავირუსის გამო, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გადამწყვეტი მატჩები „ოთხთა ფინალის“ ფორმატში ჩატარდება

19:21, 15.03.2020

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში, უეფა განიხილავს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დასრულების სხვადასხვა ვარიანტს.

ერთ-ერთი იდეაა – „ოთხთა ფინალის“ ფორმატის შემოღება, რომელიც გამოიყენება სპორტის სხვა სახეობებში, მაგალითად, კალათბურთსა და ხელბურთში. ეს საშუალებას მისცემს უეფა-ს, ნახევარფინალები და ფინალი ერთ ქალაქში რამდენიმე დღეში ჩაატაროს.

უეფა-ს საერთაშორისო ტურნირების დირექტორი ჯორჯო მარკეტი ამ წინადადებას წარმოადგენს 17 მარტს, უეფა-ს წევრი 55 ქვეყნის ვიდეოკონფერენციაზე და მას კენჭს უყრიან.

თუმცა, ამ მომენტისთვის, უეფა-ს მთავარი საზრუნავია მერვედფინალური სტადიის დასრულება და მეოთხედფინალების ორგანიზება. არსებობს ვარაუდი, რომ მეოთხედფინალური ეტაპი ერთმატჩიან ფორმატში ჩატარდეს.

მსგავსი