კორონავირუსის გამო, ავღანეთის პრეზიდენტი „თალიბანს“ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს

13:43, 16.04.2020

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი თალიბანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნით მიმართავს, რათა ჯანდაცვის სექტორმა „კოვიდ-19“-თან გამკლავება მოახერხოს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

„მივმართავ თალიბანს, რომ დადებითად უპასუხოს გაერო-ს, რეგიონის მთავრობების, ავღანეთის ხალხის და ქვეყნის მთავრობის სამართლიან მოთხოვნაზე, ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე“, – ჰგამოცემის ცნობით, აცხადებს აშრაფ ღანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ავღანეთში „კოვიდ-19“-ის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 37 დედაქალაქ ქაბულში. სულ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 800-მდე შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გარდაიცვალა 30 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 56.

პანდემიის ეპიცენტრი კი, ქალაქი ყანდაარია, სადაც შემთხვევების რაოდენობა უკვე 321-ს აღწევს. ყანდაარში შეფერხებულია ტესტირების პროცესიც საჭირო აღჭურვილობის უქონლობის გამო ქალაქი სრულ კარანტინშია.

მსგავსი