კორონავირუსის გამო, აშშ-მა ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციები შეაჩერა
კორონავირუსის გამო, აშშ-მა ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციები შეაჩერა

კორონავირუსის გამო, აშშ-ის სამხედრო ოპერაციები შეჩერდა ერაყსა და ავღანეთში. გავრცელებული ინფორმაციით, 60 დღით შეჩერდა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საწვრთნელი პროგრამა.

ერაყიდან პერსონალის დროებით სამშობლოში დაბრუნებას აპირებს გაერთიანებული სამეფოც, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია კოალიციაში.

რაც შეეხება ავღანეთს, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, დროებით დაპაუზდება პერსონალის გადაადგილება ავღანეთში. ეს ასევე გულისხმობს კონტინგენტის სამშობლოში დაბრუნების პროცესის გაჭიანურებასაც, რასაც აშშ-ისა და „თალიბანს“ შორის გასულ თვეში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს.