კორონავირუსი ნახსენები იქნება ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სცენარში
ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის პროდუსერმა მარკო ბალიჩმა განაცხადა, რომ ღონისძიების სცენარში, დიდი ალბათობით, ცვლილებას შეიტანენ. კერძოდ, გარკვეული ფორმით ნახსენები იქნება კორონავირუსის ინფექცია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, რომელიც თამაშების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, უნდა ასახავდეს მოვლენას, რომელიც დღეს მსოფლიოში ხდება”, თქვა ბალიჩმა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა ერთი წლით გადაიტანეს და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.