კორონავირუსი ეგვიპტეშიც დაფიქსირდა
კორონავირუსი ეგვიპტეშიც დაფიქსირდა

​კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა აფრიკაში – ახალი ტიპის ვირუსით დაინფიცირების შესახებ ეგვიპტეში განაცხადეს.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება მოგზაურობის სქემის საფუძველზე მოხდა. 4 თებერვლის შემდეგ, ეს ახალ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მთავრობებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ძვირი და რისკიანი სამუშაო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ახალი ვაქცინის შესაქმნელად, ასობით მილიონი დოლარი იქნება საჭირო.