კორონას შემდეგ პირველი მატჩი - ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა #1TVSPORT
კორონას შემდეგ პირველი მატჩი - ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა #1TVSPORT

თბილისში, „ახალი თბილისის“ კომპლექსში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენზე ქალებში ევროპის 2021 წლის მეორე შესარჩევი ეტაპი საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მარცხით დაიწყო.

საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში პორტუგალიის, შვედეთისა და უკრაინის ნაკრებები მოხვდნენ. ჩვენმა გუნდმა პირველი ტური პორტუგალიაში კორონავირუსის გამო გამოტოვა.

მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქე პორტუგალია იყო. პაატა ულუმბელაშვილის გუნდმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ 0:3 დამარცხდა (19;25, 15:25, 16:25).

შემდეგი ტურის მატჩები ხვალ, 15 მაისს გაიმართება – საქართველო შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალია – უკრაინას. ბოლო ტურში 16 მაისს საქართველო უკრაინას ეთამაშება.