„კორონადან“ „დინამოში“ - თბილისელებმა სერბი დაიმატეს
„კორონადან“ „დინამოში“ - თბილისელებმა სერბი დაიმატეს

„დინამო თბილისში“ ახალი მოთამაშე ჩაირიცხა. გუნდის ღირსებას სერბი ნახევარმცველი მილან რადინი დაიცავს, – ინფორმაციას კლუბის ვებ გვერდი ავრცელებს.

„ჩვენს გუნდში სერბი ნახევარმცველი მილან რადინი ითამაშებს. 29 წლის ნახევარმცველსა და „დინამოს“ შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ფეხბურთელი კი დედაქალაქელებს თებერვლის დასაწყისში შეუერთდება. ამჟამად რადინი სერბული სუპერლიგის გუნდების ნაკრებთან ერთად აშშ-ში შეკრებაზე იმყოფება“, – იუწყება „დინამოს“ ვებ გვერდი.

მილან რადინი სხვადასხვა დროს „ნოვი სადის, „მლადოსტის“, ბელგრადის „პარტიზანის“, ყაზახური „აქტობესა“ და პოლონური „კორონას“ რიგებში გამოდიოდა. ბოლოს კი სერბული სუპერლიგის „ინჯიაში“ (ყოფილი „ჟელეზნიჩარი“) ასპარეზობდა. 2016/17 წლების სეზონში ბელგრადი „პარტიზანში“ სერბეთის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა.

 

მილან რადინი

დაიბადა 1991 წლის 25 ივნისს (29 წლის)

ნოვი სადი, სერბეთი

სიმაღლე 173 სმ

წონა 66 კგ

პოზიცია – ნახევარმცველი

 

ახალგაზრდული კლუბები

2004-2010 ბორაჩი

2004-2010 ნოვი სადი

 

საკლუბო კარიერა

2009-2010 ნოვი სადი 0 (0)

2010 → იუგოვიჩ კაჩი (8)

2010-2012 სენტა 47 (5)

2012—2013 რადნიჩკი 30 (1)

2014—2015 მლადოსტი 29 (0)

2016 ვოზდოვაცი 13 (0)

2016—2018 პარტიზანი 21 (0)

2018—2019 აქტობე 40 (5)

2019-2020 კორონა 18 (1)