კორინა შუმახერი - მიხაელი საიმედო ხელშია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კონფიდენციალურობას მისივე თხოვნით ვიცავთ
კორინა შუმახერი - მიხაელი საიმედო ხელშია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კონფიდენციალურობას მისივე თხოვნით ვიცავთ

3 იანვარს, ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი 50 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით, გერმანელი ავტომრბოლის მეუღლემ, კორინა შუმახერმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ძალიან მოხარულები ვართ და გულწრფელ მადლობას გიხდით მიხაელის 50 წლის იუბილის აღნიშვნისთვის.

ამის პასუხად, ფონდმა Keep Fighting-მა შექმნა ვირტუალური მუზეუმი. აპლიკაცია Schumacher. The Official App უკვე გაშვებულია და ის საშუალებას მისცემს ყველას – კიდევ ერთხელ შეაფასონ მიხაელის მიღწევები.
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – ის საიმედო ხელშია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მიხაელს. გვინდა გააცნობიეროთ, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კონფიდენციალურობას მისივე თხოვნით ვიცავთ“.

2013 წელს, მიხაელ შუმახერმა თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. დღემდე თითქმის არაფერია ცნობილი ლეგენდარული ავტომრბოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.