„კორიერე დელო სპორტი“ - კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით „ნაპოლიში“ გადამწყვეტი გარღვევა მოხდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა – ამის შესახებ გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება.
„ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით „ნაპოლიში“ გადამწყვეტი გარღვევა მოხდა და ქართველი თავდამსხმელი ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა, ფეხბურთელის ბედი კი ახლა „ნაპოლის“ ხელშია“, – ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იტყობინება.
ინფორმაციას გამოეხმაურა Anfieldwatch-ი, რომელიც „ლივერპულის“ უახლეს სატრანსფერო სიახლეებს აშუქებს.
„იანვარში სატრანსფერო ფანჯარა იხსნება და მოსალოდნელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ საინტერესო ამბები მოხდება. ბოლო კვირებში „ნაპოლისა“ და ფეხბურთელს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეხვედრები ინტენსიურად იმართება.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ამავე დროს „ლივერპულის“ სატრანსფერო სამიზნეა, კვარაცხელიას მამამ ზაფხულის დასაწყისში განაცხადა, რომ ხვიჩას „ნაპოლის“ დატოვება სურდა. „კვარა“ უკმაყოფილო იყო, რომ გუნდს ერთ სეზონში რამდენიმე მწვრთნელი შეეცვალა. ამჟმინდელმა თავკაცმა, ანტონიო კონტემ კი ის თავის გუნდში მთავარ ფიგურად დაასახელა“, – ამტკიცებს Anfieldwatch-ი.