„კორიერე დელო სპორტი“ - კრიშტიანო რონალდო დიბალას ინფიცირებაზე ჭორებს ავრცელებს, რომ იტალიაში არ დაბრუნდეს
„კორიერე დელო სპორტი“ - კრიშტიანო რონალდო დიბალას ინფიცირებაზე ჭორებს ავრცელებს, რომ იტალიაში არ დაბრუნდეს

იტალიურ გაზეთ „კორიერე დელო სპორტს“ მიაჩნია, რომ „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მცდარ მონაცემებს ავრცელებს თანაგუნდელ პაულო დიბალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელს, რომელიც კარანტინისას მშობლიურ კუნძულ მადეირაზე იმყოფება, არ სურს იტალიაში დაბრუნება. იმისთვის, რომ პორტუგალიაში დარჩეს, კრიშტიანო მედიას არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწვდის „იუვენტუსის“ მოთამაშეების კორონავირუსით ინფიცირების შესახებ. კერძოდ, ეს ინფორმაცია დიბალას შეეხებოდა.

ორი დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ დიბალა მეოთხედ დაავადდა კორონვირუსით. მოგვიანებით, ფეხბურთელის შეყვარებულმა ეს ცნობა უარყო.