„კორიერე დელო სპორტი“ ფოტოს აქვეყნებს - კვარაცხელია ნეაპოლში ქართველ კალათბურთელებს გულშემატკივრობდა #1TVSPORT
„კორიერე დელო სპორტი“ ფოტოს აქვეყნებს - კვარაცხელია ნეაპოლში ქართველ კალათბურთელებს გულშემატკივრობდა #1TVSPORT

იტალიურმა გამოცემა „კორიერე დელლო სპორტმა“ გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიას სურათი – „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ევრობასკეტზე საქართველოს და თურქეთის ნაკრებების მატჩს უყურებდა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 88:83 მოიგო.

„დასვენებისას უყურებს კალათბურთს – კვარაცხელია სოციალურ ქსელებში ვირუსულია

„ნაპოლის“ თავდამსხმელის სურათი გამოჩნდა, სადაც ის ევრობასკეტზე თურქეთი-საქართველოს მატჩით ტკბებოდა – კალათბურთი კი იტალიური კლუბის 77-ე ნომრის საყვარელი სპორტია.

დაისვენა და ტკბება საყვარელი სპორტის სანახაობით. ფონიც კარგია. ეს იყო „ლაციო“- „ნაპოლის“ მატჩის მეორე დღე, როდესაც სპალეტის გუნდში „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ მატჩში გადამწყვეტი როლი კიდევ ერთხელ შეასრულა.

ქართველი თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურის მატჩს თურქეთსა და საქართველოს შორის ვიდეოეთერით უყურებს. მისი სამშობლო ევრობასკეტის მასპინძელი ერთ-ერთი ქვეყანაა.

კვარა ძალიან კონცენტრირებულია თამაშზე და საღამოს განათებულ ნეაპოლის ყურეს საერთოდ არ იმჩნევს. ის ფაქტი, რომ კალათბურთი 77-ის დიდი გატაცებაა, ცნობილია მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა სერია A-ში „ვერონასთან“ პირველი გოლი გაიტანა და აღნიშნა ჟესტით „იძინეთ მშვიდად“, რომლებიც სტეფ კარის ეკუთვნის – NBA-ს ცოცხალი ლეგენდას, რომელმაც „გოლდენ სტეიტთან“ ერთად კარიერაში ახლახან თავისი მეოთხე „ბეჭედი“ მოიგო.

მან მიიღო იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის დაწესებული ჯილდო, როგორც აგვისტოს ყველაზე ღირებულმა მოთამაშემ. კვარაცხელიამ უკვე ოთხი გოლი გაიტანა და „ნაპოლიში“ პირველ მოთამაშე გახდა, რომელმაც 2007 წლის შემდეგ ლურჯი მაისურით პირველ ოთხ სასტარტო შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა“, – წერს იტალიური გამოცემა.