„კორიერე დელა სერა“ - როტაციის გამო, ალბათ, „ლეჩესთან“ კვარაცხელია ძირითადში არ იქნება #1TVSPORT
„კორიერე დელა სერა“ - როტაციის გამო, ალბათ, „ლეჩესთან“ კვარაცხელია ძირითადში არ იქნება #1TVSPORT

დღეს „სტადიო მარადონაზე“ იტალიის სერია A-ს მე-4 ტურის მატჩში „ლეჩესთან“, სავარაუდოდ, „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში, ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება, მიზეზი კი რთული სეზონის წინ როტაციის აუცილებლობაა – ინფორმაციას „კორიერე დელა სერა“ ავრცელებს.

„ამჯერად, სპალეტი შემადგენლობის შეცვლას ამჯობინებს. დღეს საღამოს მარადონაზე „ნაპოლის“ რიგებში „ლეჩეს“ სიახლეები იქნება: სეზონი დაიწყო და ძალების გადასანაწილებლად, ჩემპიონატის გრაფიკის და ჩემპიონთა ლიგის მატჩის გათვალისწინებით, „ნაპოლის“ მწვრთნელი ფიქრობს როგორც როტაციაზე, ასევე „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ჯაკომო რასპადორის ჩართვაზე“, – წერს „კორიერე დელა სერა“.

გამოცემის ცნობით, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დღეს „ლეჩეს“ წინააღმდეგ „ნაპოლის“ შეტევითი სამკუთხედი შეიცვლება და კვარაცხელიას გარდა, მექსიკელი ირვინ ლოზანოც არ იქნება.

„ჯაკომო რასპრადორი, „სასუოლოს“ ყოფილი თავდამსხმელი შეტევის „სამკუთხედს“ ვიკტორ ოსიმენთან და მატეო პოლიტანოსთან ერთად ჩამოაყალიბებს. „ნაპოლი“ უნდა ეცადოს მოგებას და ამით ლიდერთა ჯგუფში დარჩენას. „ლეჩე“ კი, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში მხოლოდ ერთი ქულა აქვს, პირველ გამარჯვებას იმედოვნებს“, – ამტკიცებს „კორიერე დელა სერა“.