კორეელი ნახევარმცველი - კვარაცხელია ზოგჯერ გვაბრაზებს, მაგრამ ის სუპერმოთამაშე გახდება
კორეელი ნახევარმცველი - კვარაცხელია ზოგჯერ გვაბრაზებს, მაგრამ ის სუპერმოთამაშე გახდება

ყაზანის „რუბინის“ კორეელმა ნახევარმცველმა, ინ-ბომ ხვანმამატჩ-ტვ“-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

„თქვენ სწრაფად იშორებთ ბურთს, სიხარბეს არ ავლენთ, ზოგჯერ დაფარულ პასებს აკეთებთ. ხვიჩა პირიქითაა: ის პასის გაკეთების გარეშე ბურთს მაშინაც კი „ათრევს“, როდესაც ეს შეტევის სასურველი გაგრძელება იქნებოდა. ეს მოგწონთ?“ – კორეის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა ჟურნალისტის მიერ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე დასმულ ამ მაპროვოცირებელ კითხვაზე გასცა პასუხი.

„მართალი ხართ, ზოგჯერ მე და ჩემი პარტნიორები ვბრაზდებით. განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც ჩვენ თავს ვიცავთ, ბურთს ვართმევთ და ის დრიბლინგზე მიდის და ბურთს ისევ კარგავს. ეს ჩვენ ოდნავ გვაფიქრებს, მაგრამ კვარა ბურთს უბრალოდ არ „ათრევს“. ის ცდილობს, თამაში საკუთარ თავზე აიღოს და ესაა მისი მთელი პლუსი. ასეთია ხვიჩას თამაშის სპეციფიკა. ის ნიჭიერი მოთამაშეა და მაშინაც კი, როდესაც რაღაც არ გამომდის, პასუხისმგებლობის თავზე აღებას განაგრძობს – ეს შესანიშნავია. მაგალითად, კორეაში ბევრ ახალგაზრდას ინდივიდუალური თამაშის ეშინია და ამაში კარგი არაფერია. ეს ბიჭი კი არ ნებდება. მე უკვე ვთქვი, რომ კვარას შესანიშნავი პერსპექტივა აქვს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მწვრთნელი უკეთ იტყვის, ბურთს როდის უნდა შეელიოს და როდის უნდა „ათრიოს“. კვარა აუცილებლად გახდება სუპერმოთამაშე“, – ამბობს ინ-ბომ ხვანი.