კორეამ მეორე ოქრო სკელეტონში აიღო
კორეამ მეორე ოქრო სკელეტონში აიღო

მასპინძელმა სამხრეთ კორეამ მეორე ოქრო მოიპოვა პიონჩანგის ოლიმპიადაზე. კაცებს შორის სკელეტონში მსოფლიოს თასის ლიდერმა სუნგბინ იუნმა პირველივე ცდაზე მოიპოვა ლიდერობა და მომდევნო დაშვებებზე ზრდიდა უპირატესობას. საბოლოოდ, მან ნახევარ წამზე მეტი მოუგო უახლოეს მდევარს, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა.

მეორეზე გავიდა ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან ნიკიტა ტრეგუბოვი, მესამეზე – ბრიტანელი დომ პარსონსი.

კორეელი იუნი, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე მხოლოდ მე-16 იყო, წლევანდელი სეზონის ლიდერი გახდავთ – მან მსოფლიოს თასზე ხუთი ეტაპი მოიგო და პირველ ადგილზეა საერთო ჩათვლაში.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე