კოპენჰანგენში, სავაჭრო ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
კოპენჰანგენში, სავაჭრო ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

დანიის დედაქალაქ კოპენჰანგენში, სავაჭრო ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კოპენჰაგენის პოლიცია დაღუპულების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად სავაჭრო ცენტრში არიან დაშავებულებიც.

დანიის დედაქალაქის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია დანიის მოქალაქე 22 წლის მამაკაცი.

სავაჭრო ცენტრში სროლის დაწყების მოტივი უცნობია, მაგრამ კოპენჰაგენის პოლიციაში აცხადებენ, რომ ტერორიზმის ვერსიას არ გამორიცხავენ. ტრაგიკული ინციდენტი „ფილდზის“ სავაჭრო ცენტრში მოხდა, რომელიც ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია დანიაში, 140-ზე მეტი მაღაზიითა და რესტორნით.