„კოპენჰაგენს“ ხოჭოლავას ტრანსფერზე უკრაინული ჯგუფი უჩივის - ეს არაპროფესიონალური და უწესო თამაშია #1TVSPORT
„კოპენჰაგენს“ ხოჭოლავას ტრანსფერზე უკრაინული ჯგუფი უჩივის - ეს არაპროფესიონალური და უწესო თამაშია #1TVSPORT

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ დავით ხოჭოლავის დონეცკის „შახტარიდან“ „კოპენჰაგენში“ გადასვლის დროს თანხის გადაუხდელობის გამო „კოპენჰაგენისა“ და დანიელ რომმედალის წინააღმდეგ საქმე აღძრა – ინფორმაციას დანიური გამოცემა ekstrabladet ავრცელებს.

„უკრაინელები „კოპენჰაგენისა“ და დანიელ რომედალის დასჯას ითხოვენ და სურთ, რომ ის ინტერპოლმა დააკავოს, ხოლო დანიის ჩემპიონის ანგარიშები დააყადაღონ. უკრაინელები მათ აფრთხილებდნენ, რომ საქმეს გააგრძელებდნენ, თუ ისინი არ გადაუხდიდნენ თანხას ხოჭოლავას ტრანსფერში ჩართულ აგენტს, ადვოკატსა და შუამავალს. „კოპენჰაგენმა“ 2020 წლის აგვისტოში დაიქირავა უკრაინული ჯგუფი, რომელიც დაეხმარა დონეცკის „შახტართან“ დაკავშირებასა და ურთიერთობის დამყარებაში, როდესაც დანიის ჩემპიონმა დავით ხოჭოლავას მიმართ ინტერესი პირველად გამოიჩინა. მინდობილობა, რომელსაც ხელს აწერს კლუბის წარმომადგენელი დანიელ რომედალი, ადასტურებს თანამშრომლობას აგენტთან, ადვოკატთან და ე.წ. შუამავალთან, რომელიც მოთამაშის შესაძლო ტრანსფერში კლუბის სახელით მოქმედებდა. „კოპენჰაგენმა“ წინადადებები თავიდანვე უარყო და 2021 წლის ზაფხულს დანიის ჩემპიონმა მოახერხა ხოჭოლავას დამატება, რაც კლუბის განმარტებით, შუამავალი კომპანიის დახმარების გარეშე შეძლეს“, – წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, საქმე უკრაინის პოლიციას გადაეცა მას შემდეგ, რაც კიევის რაიონულმა სასამართლომ საქმის გამოძიების გადაწყვეტილება მიიღო.

დანიელ რომმედალს კრიმინალსა და არაპროფესიონალს უწოდებს ადვოკატი სერგეი ნიჟინსკი, რომელიც უკრაინული მხარის ჯგუფის წევრია.

რომედალის საქციელი კრიმინალურია. ეს იმას ჰგავს, მაღაზიაში პური რომ შეჭამო და შემდეგ ამტკიცო, უგემურია და ამიტომ არ გადავიხდიო. ჩვენ პატივს ვცემთ დანიას და პატივს ვცემთ „კოპენჰაგენს“, მაგრამ, სამწუხაროდ, რომედალის საქციელი არაპროფესიონალური იყო, ეს უწესო თამაშია“.

ეკსტრაბლადეტთან“ დანიელ რომედალის ნაცვლად კომენტარი „კოპენჰაგენის“ ადვოკატმა ფილიპ ნიუჰოლმმა გააკეთა.

„ჯგუფთან მოლაპარაკების დროს გარიგება არ შედგა. წელს კი მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ მათ გარეშე. ასე რომ, მათ თავისუფლად შეუძლიათ სამართლებრივი დავა გააგრძელონ“ .