„კოპენჰაგენის“ მწვრთნელმა ხოჭოლავაზე ისაუბრა - ქედს ვიხრი მის წინაშე, რამდენიმე თვეა ტრავმით თამაშობს #1TVSPORT
„კოპენჰაგენის“ მწვრთნელმა ხოჭოლავაზე ისაუბრა - ქედს ვიხრი მის წინაშე, რამდენიმე თვეა ტრავმით თამაშობს #1TVSPORT

„კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნესტრუპმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა – მისი თქმით, დათა ხოჭოლავა ბოლო სამი თვეა ტრავმით თამაშობს. საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ მან გამოცემა „ტიპსბლადეტთან“ ისაუბრა.

„დავით ხოჭოლავა უკვე რამდენიმე თვეა ტერფის პრობლემით თამაშობს. ყველაზე ნაკლებად, რაც ახლა „კოპენჰაგენს“ სჭირდება, ახალი ტრავმირებულებია. ამიტომ იყო, გუნდის გულშემატკივრებს სუნთქვა რომ შეეკრათ, როცა პირველ ტაიმში „მიდტიულანდის“ წინააღმდეგ დავით ხოჭოლავა ბალახზე დაჯდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. მაშინ რამდენიმე წუთის განმავლობაში ისე ჩანდა, რომ „კოპენჰაგენის“ ცენტრალური დაცვა თითქოს მთლიანად დაინგრა – მისი ალტერნატივა იყო ახალგაზრდა ვალდემარ ლუნდი მარჯვენა მცველ კევინ დიკსთან ერთად. თუმცა, ქართველმა თავდამსხმელმა მოახერხა და მატჩი დაასრულა. მან ეს გარკვეული დროის განმავლობაში ტკივილის დათრგუნვის ხარჯზე გააკეთა“, – წერს გამოცემა.

ტიპსბლადეტი“ ამის შესახებ „კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელის, იაკობ ნესტრუპის კომენტარს აქვეყნებს.

ხოჭოლავა რამდენიმე თვეა გუნდს ეხმარება, მას ტერფთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, მაგრამ ახლა ყველა მატჩში მოუწევს თამაში. ქედს ვიხრი მის წინაშე, თუ როგორ თამაშობს იგი სრულ 90 წუთს“, – ამბობს იაკობ ნესტრუპი.

გამოცემის ცნობით, დავით ხოჭოლავა, ალბათ, ვერც 25 ოქტომბერს დაისვენებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება – დენის ვავროს და ნიკოლაი ბოილსენის ტრავმის გამო ქართველ მცველს ალტერნატივა არ ჰყავს.