კოპენჰაგენის აეროპორტში დრონების დაფიქსირების გამო ყველა ფრენა შეჩერდა

00:59, 23.09.2025

დანიაში, კოპენჰაგენის აეროპორტში დრონების დაფიქსირების გამო ყველა ფრენა შეჩერდა. პოლიციის ცნობით, დანიის უდიდესი აეროპორტის ტერიტორიაზე ორი-სამი დიდი დრონი დააფიქსირეს.

FlightRadar-ის ინფორმაციით, კოპენჰაგენის აეროპორტში ფრენები ადგილობრივი დროით 20:26 საათისთვის შეჩერდა.

„აეროპორტი ამჟამად დაკეტილია აფრენისა და დაშვებისთვის, რადგან ტერიტორიაზე ორი-სამი დიდი დრონი დაფრინავს. ვადები ჯერჯერობით უცნობია“, – ნათქვამია პოლიციის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აეროპორტის წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა, რომ პოლიცია დრონების იდენტიფიცირებაზე მუშაობს, თუმცა მიმდინარე გამოძიების მოტივით დამატებითი დეტალების მიწოდებისგან თავი შეიკავა.

მსგავსი