კოპა ლიბერტადორესის პირველი ფინალისტი „რივერ პლეიტი“ გახდა (ვიდეო)
სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე – კოპა ლიბერტადორესზე პირველი ფინალისტი „რივერ პლეიტი“ გახდა. მან ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:1 დაამარცხა „ბოკა ხუნიორსი“.
არგენტინული გრანდების დაპირისპირებაში პირველი მატჩი „რივერს“ ჰქონდა მოგებული – 2:0. განმეორებით შეხვედრაში „ბოკამ“ საკუთარ „ბონბონერაზე“ ანგარიშით 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე ხუან კარლოს ურტადომ გაიტანა.
„რივერ პლეიტის“ მეტოქე „გრემიოსა“ და „ფლამენგოს“ წყვილში გაირკვევა. პირველი მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ „რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“ შარშანდელი გათამაშების ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და „რივერმა“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:3 მოიგო.
Il River Plate è in finale di #Libertadores!
Al #Boca non basta il gol di Hurtado: alla Bombonera la rimonta finisce a metà.
Per il #River di Gallardo è la terza finale in 5 anni! pic.twitter.com/BRca1SSAfO
— Giacomo Moccetti (@GiacomoMoccetti) 23 October 2019