კოპა ამერიკაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 140-მდე ავიდა #1TVSPORT
კოპა ამერიკაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 140-მდე ავიდა #1TVSPORT

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 140 ადამიანამდე გაიზარდა, – ამის შესახებ დაწერა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურმა.

„ტურნირის დაწყებიდან დღემდე ჩატარდა 15 235 ტესტი და დადებითი შედეგი აჩვენა 140-მა, რაც საერთო რაოდენობის 0.9 პროცენტს შეადგენს. ინფიცირებულთა უმრავლესობა – მომსახურე პერსონალი და დელეგაციების წევრები არიან“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, ვენესუელის ნაკრებში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების 13 შემთხვევა. ასევე დადებითი ტესტები ჩააბარეს ბოლივიის, კოლუმბიისა და პერუს ნაკრებებში.