კოპა ამერიკა - მეორე ნახევარფინალში არგენტინა და კოლუმბია შეხვდებიან [ვიდეო] #1TVSPORT
კოპა ამერიკა - მეორე ნახევარფინალში არგენტინა და კოლუმბია შეხვდებიან [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ლიონელ მესის ამ კოპაზე ოთხი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა აქვს.

* მესიმ საჯარიმოდან პირდაპირი დარტყმით კარიერაში 58-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც 57 ასეთი გოლი აქვს.

* მესის ნაკრებში 76 გოლი დაუგროვდა. სამხრეთ ამერიკაში ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ პელე (77) უსწრებს, საერთო სიაში კი მერვე ადგილზე იმყოფება:

  1. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) – 109
  2. ალი დაეი (ირანი) – 109
  3. მუჰთარ დაჰარი (მალაიზია) – 89
  4. ფერენც პუშკაში (უნგრეთი) – 84
  5. გოდფრი ჩიტალუ (ზამბია) – 79
  6. ჰუსეინ საიდი (ერაყი) – 78
  7. პელე (ბრაზილია) – 77

* 11-მეტრიანების სერიაში კოლუმბიელმა დავიდ ოსპინამ ორი პენალტი მოიგერია.

* არგენტინამ ზედიზედ მე-11 მატჩში შეძლო პირველ ტაიმში გოლის გატანა.

* 2011 წელს კოპა ამერიკას მოგების შემდეგ, ურუგვაი ზედიზედ ოთხი ტურნირია TOP4-ში შესვლას ვერ ახერხებს.

 

ურუგვაი-კოლუმბია 0:0 პენ. 2:4

ურუგვაი: მუსლერა, ვინია, გოდინი, ხიმენესი, ვესინო, ნანდესი, ვალვერდე (80. კასერესი), ბენტანკური, დე არასკაეტა (68. ტორესი), სუარესი, კავანი.

კოლუმბია: ოსპინა, ტესილიო, მინა, სანჩესი, მუნიოსი, ბარიოსი, კუელარი, დიასი, ბორე (87. ბორხა), საპატა, მურიელი (67. ჩარა).

 

არგენტინა-ეკვადორი         3:0

გოლები: 1:0 დე პაული (40), 2:0 მარტინესი (84), 3:0 მესი (90)

არგენტინა: მარტინესი, მოლინა, პეცელია, ოტამენდი, აკუნია, დე პაული, პარედესი (71. როდრიგესი), ლო სელსო (71. დი მარია), მესი, მარტინესი (90. აგუერო), გონსალესი (83. ტალიაფიკო).

ეკვადორი: გალინდესი, პრესიადო (83. კამპანა), არბოლედა, ინკაპიე, ესტუპინიანი, ფრანკო (70. კაისედო), გრუესო (46. ესტრადა), მენდესი, მენა, ვალენსია, პალასიოსი (46. პლატა).

გაძევება: ინკაპიე (90. ეკვადორი).

 

1/2 ფინალი

6 ივლისი

ბრაზილია-პერუ (03:00)

7 ივლისი

არგენტინა-კოლუმბია (05:00)