კოპა ამერიკა - ჩილემ ინგლისში დაბადებული ფორვარდით მოიგო, არგენტინამ მესის საგოლე პასით [ვიდეო] #1TVSPORT
კოპა ამერიკა - ჩილემ ინგლისში დაბადებული ფორვარდით მოიგო, არგენტინამ მესის საგოლე პასით [ვიდეო] #1TVSPORT

კოპა ამერიკაზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა A ჯგუფში. თავდაპირველად, ჩილეს ნაკრებმა 1:0 დაამარცხა ბოლივია და პირველი გამარჯვება მოიპოვა კოპაზე.

ერთადერთი გოლი ინგლისში დაბადებულმა ბენ ბრერეტონმა გაიტანა. ის „ბლექბერნის“ ფორვარდია,  ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, პირველ ნაკრებად კი ჩილე აირჩია, რადგან დედა ჰყავს ჩილელი.

22 წლის ბრერეტონს დებიუტი წინა ტურში არგენტინასთან ჰქონდა, როცა შეცვლაზე შევიდა მოედანზე, ამჯერად კი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და მატჩის ერთადერთი და თავისი სადებიუტო გოლი მე-10 წუთზე გაიტანა.

ბოლივიას ამ მატჩში კორონავირუსის გამო ხუთი ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის, პირველი მეკარე მარსელო მარტინსი. ბოლივიელებისთვის ეს მეორე წაგებაა – პირველ ტურში ისინი 1:3 დამარცხდნენ პარაგვაისთან.

დღის მეორე მატჩში არგენტინამ ურუგვაი დაამარცხა და ჩილესთან ერთად ოთხი ქულით ჯგუფის ლიდერი გახდა. ამ შეხვედრაშიც ერთადერთი გოლი შეხვედრის დებიუტში გავიდა – მე-13 წუთზე „ბეტისის“ 27 წლის საყრდენმა გვიდო როდრიგესმა ლიონელ მესის პასი გამოიყენა.

არგენტინის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ წინა მატჩთან შედარებით სამი მცველი შეცვალა და ამან გაამართლა – ურუგვაიმ ზუსტი დარტყმის გარეშე დაასრულა შეტევა.

 

A ჯგუფი

ჩილე-ბოლივია  1:0

გოლი: 1:0 ბრირტონი (10)

ჩილე: ბრავო, ისლა, მედელი, მარიპანი, მენა, ვიდალი (69. ალარკონი), პულგარი, არანგისი, მენესესი (65. პინარესი), ვარგასი, ბრირტონი (84. არანგისი).

ბოლივია: ლამპე, ბეჰარინო, კინტეროსი, ჯუზინო, ფერნანდესი, საავედრა (78. ფლორესი), ვაკა (90. ვილიაროელი), ხუსტინიანო (90. ბეჰარანო), არსე, ჩურა (64. რამალიო), ალვარესი.

არგენტინა-ურუგვაი    1:0

გოლი: 1:0 როდრიგესი (13)

არგენტინა: მარტინესი, მოლინა, რომერო, ოტამენდი, აკუნია, დე პაული (90. პეცელია), როდრიგესი, ლო სელსო (52. პალასიოსი), მესი, ლ. მარტინესი (52. ხ. კორეა), ნ. გონსალესი (70. დი მარია).

ურუგვაი: მესლერა, გონსალესი (70. ტორესი), ხიმენესი, გოდინი, ბინია, ვალვერდე (84. გორიარანი), ბენტანკური (46. ნანდესი), ტორეირა (64. ვესინო), დე ლა კრუსი (65. ოკამპო), სუარესი, კავანი.