კოპა ამერიკა ბრაზილიაში ჩატარდება #1TVSPORT
კოპა ამერიკა ბრაზილიაში ჩატარდება #1TVSPORT

სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL) გადაწყვიტა 2021 წლის კოპა ამერიკა ბრაზილიაში ჩაატაროს. იტყობინებიან, რომ ტურნირის გამართვის ვადები არ შეიცვლება – 12 ივნისიდან 12 ივლისამდე.

თავდაპირველი ჩანაფიქრით, კოპა ამერიკა არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა გამართულიყო. კოლუმბიას მატჩების მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციისა და კორონავირუსის პანდემიის გამო. არგენტინაში კი კორონავირუსის გახშირებული შემთხვევებისა და მაღალი სიკვდილიანობის გამო აკრძალეს მატჩების ჩატარება.