კოპა ამერიკა - ბრაზილია პირველი ფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT
კოპა ამერიკა - ბრაზილია პირველი ფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT

ბრაზილია ზედიზედ მეორედ ითამაშებს კოპა ამერიკას ფინალში. მასპინძელი გუნდი მეათე ტიტულისთვის იბრძოლებს. ადრე ბრაზილიას მთავარი სამხრეთამერიკული ტურნირი მოგებული აქვს – 1919, 1922, 1949, 1989, 1997, 1999, 2004, 2007 და 2019 წლებში. ამ ცხრა ტიტულიდან ხუთი ბრაზილიას საკუთარ მოედანზე აქვს მოგებული.

კოპა ამერიკაზე ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენია ურუგვაი (15 ტიტული), მეორე ადგილზეა – არგენტინა (14).

ფინალში ბრაზილიის მეტოქე არგენტინისა და კოლუმბიის ნახევარფინალში გაირკვევა.

ბრაზილია-პერუ           1:0

გოლი: 1:0 ლუკას პაკეტა (35)

ბრაზილია: ედერსონი, დანილო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ლოდი (85. ედერ მილიტაო), კაზემირო, ფრედი (85. ფაბინიო), ევერტონი (70. ევერტონ რიბეირო), ლუკას პაკეტა (90. დუგლას ლუისი), ნეიმარი, რიშარლისონი (85. ვინისიუსი).

პერუ: გალიესე, კორსო (75. ლორა), სანტამარია, რამოსი (46. გარსია), კალიენსი, ტრაუკო (46. ლოპესი), პენია, ტაპია (89. ტავარა), იოტუნი, კუევა (81. ორმენიო), ლაპადულა.