კოპა ამერიკა - არგენტინამ პენალტებით მოიგო და ფინალში ბრაზილიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
კოპა ამერიკა - არგენტინამ პენალტებით მოიგო და ფინალში ბრაზილიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

* არგენტინამ და კოლუმბიამ ისტორიაში მესამედ გაითამაშეს ერთმანეთში პენალტების სერია და არგენტინელებმა სამივეჯერ მოიგეს.

* არგენტინის ნაკრების მეკარემ ემილიანო მარტინესმა სამი პენალტი მოიგერია.

* არგენტინა ბოლო ოთხ გათამაშებაში მესამედ გავიდა ფინალში. 2015 და 2016 წლებში ორივეჯერ გადამწყვეტი მატჩი ჩილეს ნაკრებთან წააგო.

* ლიონელ მესის 9 ქულა (4+5) აქვს „გოლი+პასი“ სისტემით. ის კოპა ამერიკას საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია.

* ხუთი საგოლე პასი მესის პირადი რეკორდია დიდ სანაკრებო ტურნირებზე (მსოფლიოს ჩემპიონატი/კოპა ამერიკა).

* არგენტინისა და ბრაზილიის ფინალი კვირას, 11 ივლისს თბილისის დროით ოთხ საათზე დაიწყება. მესისთვის ეს იქნება მეხუთე ფინალი არგენტინის ნაკრებში. 34 წლის ლეგენდას სანაკრებო დონეზე ტიტული არ აქვს მოგებული.

 

არგენტინა-ბრაზილია 1:1 ჰენ. 3:2

გოლები: 1:0 მარტინესი (7), 1:1 დიასი (61)

არგენტინა: მარტინესი, მოლინა (46. მონტიელი), პეცელია, ოტამენდი, ტალიაფიკო, დე პაული, როდრიგესი, ლო სელსო (56. პარედესი), მესი, მარტინესი, გონსალესი (67. დი მარია).

კოლუმბია: ოსპინა, მუნიოსი, მინა, სანჩესი, ტესილიო (46. ფაბრა), კუადრადო, ბარიოსი, კუელიარი (46. ჩარა), დიასი, ბორე (46. კარდონა), საპატა (60. ბორხა).