კოპა ამერიკა ახალი ფორმატით გაიმართება
კოპა ამერიკა ახალი ფორმატით გაიმართება

2020 წლის კოპა ამერიკა, რომელსაც არგენტინა და კოლუმბია უმასპინძლებენ, შეცვლილი ფორმატით გაიმართება.

იტყობინებიან, რომ მონაწილეები ორ ზონად დაიყოფიან – სამხრეთი და ჩრდილოეთი. თითო ზონაში ექვსი გუნდი მოხვდება და ოთხ-ოთხი საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.

ჩრდილოეთი ზონა: ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ვენესუელა, მოწვეული სტუმარი;
სამხრეთი ზონა: არგენტინა, ბოლივია, ჩილე, პარაგვაი, ურუგვაი, მოწვეული სტუმარი.

კოპა ამერიკა 2020 წელს 12 ივნისიდან 12 ივლისადე გაიმართება.