კოპა ამერიკა 2019 - ურუგვაი სენსაციურად დამარცხდა პერუსთან. სუარესმა პენალტი ვერ გამოიყენა
კოპა ამერიკა 2019 - ურუგვაი სენსაციურად დამარცხდა პერუსთან. სუარესმა პენალტი ვერ გამოიყენა

კოპა ამერიკას ბოლო ნახევარფინალისტი პერუს ნაკრები გახდა, რომელმაც სენსაციურად გამოთიშა ბრძოლას ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ურუგვაი.

ძირითად დროში ურუგვაიმ სამი გოლი გაიტანა, მაგრამ სამივე ოფსაიდის გამო გააუქმეს. აქედან ორჯერ მთავარმა მსაჯმა ვილტონ სამპაიომ ვიდეორეფერის სისტემა გამოიყენა. საბოლოოდ, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

პენალტების სერიაში ურუგვაის მხრიდან 11-მეტრიანი გააფუჭა “ბარსელონას” ფორვარდმა ლუის სუარესმა. ამის შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ცხრიდან ცხრა პენალტი გაიტანეს და პერუმ 5:4 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ კოპა ამერიკას ოთხ მეოთხედფინალში მხოლოდ ორი გოლი გავიდა. სამი მატჩი 0:0 დასრულდა და ნახევარფინალისტის ბედი პენალტების სერიამ გაარკვია.

ნახევარფინალური წყვილები ასეთია:

3 ივლისი. 04:30. ბრაზილია-არგენტინა

4 ივლისი. 04:30. ჩილე-პერუ