კოპა ამერიკა 2019 – პერუმ ჩილე გაანადგურა და 44-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალში დაბრუნდა
კოპა ამერიკაზე გაირკვა მეორე ფინალისტი. პორტუ ალეგრეში გაიმართა მეორე ნახევარფინალი, რომელშიც პერუს ნაკრებმა სენსაციურად გაანადგურა მოქმედი ჩემპიონი ჩილე – 3:0.
პირველი გოლი 21-ე წუთზე გავიდა – ედისონ ფლორესმა ანდრე კარილიოს გადაცემით გაიტანა. ნახევარმცველმა იოსიმარ იოტუნმა ორამდე გაზარდა პერუს უპირატესობა 38-ე წუთზე. საბოლოო ანგარიში 91-ე წუთზე პერუელთა ფორვარდ პაოლო გერეროს დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა. 94-ე წუთზე ჩილელთა ფორვარდმა ედუარდო ვარგასმა პენალტი ვერ გამოიყენა.
ბოლოს პერუ კოპა ამერიკას ფინალში 1975 წელს იყო. სულ ამ გუნდმა ორჯერ ითამაშა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ფინალი (პირველად 1939 წელს) და ორივეჯერ მოიგო.
მაშ ასე, კოპა ამერიკას ფინალში ბრაზილია და პერუ შეხვდებიან ერთმანეთს. გადამწყვეტი მატჩი 7 ივლისს, „მარაკანაზე“ თბილისის დროით 23 საათსა და 59 წუთზე დაიწყება.
¡GOL DE PERU! 🇵🇪⚽️
Edison Flores gives #Peru the surprise 1-0 lead against #Chile! Good finish at the back post, after the cross was flicked on by Carrillo.#CHIPER #ArribaPeru #CopaAmerica pic.twitter.com/6ENslAILKA
— Joga Bonito (@Jasoninho10) 4 July 2019
¡GOLAZO DE YOSHI YOTÚN! 🇵🇪⚽️
Disastrous mistake by #Chile goalkeeper Gabriel Arias, wandering out into the corner and leaving an open goal! Yotún punished him with a great strike, doubling the lead for #Peru! 2-0.#CHIPER #ArribaPeru #CopaAmerica pic.twitter.com/c4iw8qR59S
— Joga Bonito (@Jasoninho10) 4 July 2019
¡GOL DE PAOLO GUERRERO!#Peru are headed to the #CopaAmerica Final!!! Their star striker and captain calmly rounds the goalkeeper and scores the insurance goal to make it 3-0! What a night!#CHIPER #ArribaPeru 🇵🇪🇵🇪🇵🇪 pic.twitter.com/C5Vj72aQZj
— Joga Bonito (@Jasoninho10) 4 July 2019