კოპა ამერიკა 2019 - პარაგვაიმ ყატარს ვერ მოუგო
კოპა ამერიკა 2019 - პარაგვაიმ ყატარს ვერ მოუგო

წარმატებული გამოდგა კოპა ამერიკაზე ყატარის ნაკრების დებიუტი. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი რიო-დე-ჟანეიროში ხვდებოდა პარაგვაის. ედუარდო ბერიცოს გუნდი 56-ე წუთისთვის ორი ბურთით იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

ანგარიში მეოთხე წუთზე ოსკარ კარდოსომ გახსნა, დერლის გონსალესმა კი 56-ე წუთზე გააორმაგა პარაგვაელთა უპირატესობა. ყატარმა ერთი ბურთი 68-ე წუთზე ალმოეზ აბდულას დარტყმით გაქვითა, ბუალემ ხოუხიმ კი თავისი გუნდი 77-ე წუთზე გადაარჩინა წაგებას.

B ჯგუფის პირველი შეხვედრა ერთი დღით ადრე გაიმართა – არგენტინა ანგარიშით 0:2 დამარცხდა კოლუმბიასთან. მეორე ტურში, რომელიც 20 ივნისს ჩატარდება, კოლუმბია ყატარს შეხვდება, არგენტინა – პარაგვაის.

პარაგვაი-ყატარი 2:2

გოლები: 1:0 კარდოსო (4-პენ), 2:0 გონსალესი (56), 2:1 აბდულა (68), 2:2 ჰოუკი (77)