კოპა ამერიკა 2019 – კოლუმბიამ ყატარს მოუგო და მეოთხედფინალშია (ვიდეო)
კოპა ამერიკაზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა B ჯგუფში.
მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში თამაში გაინაღდა კოლუმბიამ. სან პაულუს „მორუმბის“ სტადიონზე კარლუშ კეირუშის გუნდმა მოკრძალებული ანგარიშით – 1:0 დაამარცხა ყატარის ნაკრები.
ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე გავიდა: თავი გამოიჩინა დუვან საპატამ, რომელსაც ძალიან ეფექტური საგოლე პასი მისცა ხამეს როდრიგესმა. „ატალანტას“ ფორვარდისთვის ეს მეორე გოლია კოპაზე. პირველ ტურში ის შეცვლაზე შევიდა მოედანზე და 86-ე წუთზე გაუტანა არგენტინას, რითაც თავისი გუნდის მოგებას წერტილი დაუსვა – 2:0.
კოლუმბია ექვსი ქულით B ჯგუფის ლიდერია, ყატარს ერთი ქულა აქვს.
¡Gol de Duván Zapata! 🇨🇴#Colombia finally break the deadlock against #Qatar late on! Good cross from James, and great header by Zapata.
1-0. #COLQAT #CopaAmerica pic.twitter.com/C3qg9BZH1o
— Joga Bonito (@Jasoninho10) 19 June 2019