კოპა ამერიკა 2019 - ჩილე მეორე მეოთხედფინალისტია (ვიდეო)
კოპა ამერიკა 2019 - ჩილე მეორე მეოთხედფინალისტია (ვიდეო)

კოპა ამერიკაზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დასრულდა და მეორე მეოთხედფინალისტის ვინაობაც გაირკვა. C ჯგუფში მოქმედმა ჩემპიონმა ჩილემ 2:1 მოუგო ეკვადორს, ექვსი ქულა დააგროვა და შეუერთდა პლეი ოფში გასულ პირველ გუნდს – კოლუმბიას.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს – ჩილელმა ხოსე ფუენსალიდამ მერვე წუთზე გახსნა ანგარიში, ეკვადორმა 26-ე წუთზე ენერ ვალენსიას პენალტით გაათანაბრა. ჩილეს გამარჯვება მოუტანა ალექსის სანჩესმა, რომელმაც 51-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ეს მისი მეორე გოლია ტურნირზე, არადა, სანჩესს კოპა ამერიკამდე იანვრიდან მოყოლებული არ ჰქონდა გოლი გატანილი არც ნაკრებში და არც კლუბში.

ბოლო ტურში ჩილე ურუგვაის შეხვდება, რომელსაც ოთხი ქულა აქვს. უქულო ეკვადორი ერთქულიან იაპონიას დაუპირისპირდება. ორიე შეხვედრა 25 ივნისს გაიმართება.