„კოპა ამერიკა 2019“ - ბრაზილიამ ვენესუელას ვერ მოუგო (ვიდეო)
„კოპა ამერიკა 2019“ - ბრაზილიამ ვენესუელას ვერ მოუგო (ვიდეო)

„კოპა ამერიკას“ ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტური დაიწყო. სენსაცია მოხდა A ჯგუფში – ტურნირის მასპინძელმა და ფავორიტმა ბრაზილიამ ვენესუელასთან ანგარიშით 0:0 ითამაშა.

მეორე ტაიმში მატჩის არბიტრმა, ჩილელმა ხულიო ბასკუნიანმა, ბრაზილიელთა ორი გოლი გააუქმა ვიდეოდახმარების სისტემის (VAR) გამოყენებით. მე-60 წუთზე არ ჩაითვალა გაბრიელ ჟესუსის გოლი, რადგან მანამდე კომბინაციაში მონაწილე რობერტო ფირმინო იყო თამაშგარეში.

87-ე წუთზე კი, კოუტინიოს გოლის დროს, VAR-მა თამაშგარე მდგომარეობაში ისევ ფირმინო დააფიქსირა.

A ჯგუფის მეორე შეხვედრაში პერუმ ანგარიშით 3:1 დაამარცხა ბოლივია. პერუელთა მხრიდან გოლები გაიტანეს ხოსე პაოლო გერერომ, ჯეფერსონ ფარფანმა და ედისონ ფლორესმა. ბოლივიელთა მხრიდან პენალტით მარსელო მორენომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პერუ ამ მატჩში მდევრის როლში იყო.

ორი ტურის შემდეგ, A ჯგუფში 4-4 ქულით ბრაზილია და პერუ ლიდერობენ და ბოლო ტურში ერთმანეთთან შეხვედრით გაარკვევენ პირველადგილოსანის ბედს. ვენესუელა ერთი ქულით მესამეზეა, ქულა არ აქვს ბოლივიას.